აქტუალური თემაჯანდაცვა

ევროპის წამლის სააგენტომ ,,ჯონსონ ენდ ჯონსონის» ვაქცინა დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ დაამტკიცა.

„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ მეოთხე ვაქცინაა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.

აღნიშნული ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ ასაცრელად მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.

ევროკავშირმა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 400 მილიონი დოზა შეუკვეთა.

Comment here