ბოლო სიახლეებიმთავარიპოლიტიკა

 დანიელსონის ჩამოსვლა ევროკავშირის ჩვენდამი ინტერესის გამოხატულებაა — ღარიბაშვილი

მადლობა ბატონ შარლ მიშელს. მედიაციის  პროცესში ჩართულობა და მისი წარმომადგენლის საქართველოსი მოვლინება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპის ინტერესსა და ნდობას საქართველოს მიმართ — განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონთან შემდეგ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

,, ასეთი რანგის დიპლომატების მედიაციის პროცესში ჩართვა და საქართველოთი დაინტერესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ევროპელი მეგობრები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნის განვითარებითა და საქართველოს სტაბილურობით. შესაბამისად,  ჩვენც ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია და ოცნების ხელისუფლება მზადაა გამოიჩინოს კონსტრუქციულობა, იყოს შედეგზე ორიენტირებული.

 

Comment here