ბოლო სიახლეებისაზოგადოება

ევროზონა მესამე ქვეყნის მოქალაქეთათვის ელექტრონული ვიზების შემოღებას გეგმავს 

ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზების შემოღებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს, იუწყება ევროპის კომისიის პრესსამსახური.

„ცვლილებები, რომლებიც ახლა განიხილება, გულისხმობს ციფრული ვიზის შემოღებას, რომელიც პასპორტში ქაღალდის სავიზო სტიკერს შეცვლის. ამით ევროკავშირში შესვლის ყველა მსურველს მიეცემა საშუალება, ვიზის მიღებაზე განაცხადი სრულად ონლაინ–რეჟიმში წარადგინოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ასეთი უკონტაქტო პროცედურა დროსა და თანხებს დაუზოგავს არა მარტო მოგზაურობის მსურველებს, არამედ საკონსულო დაწესებულებებსაც.

 

Comment here