ბოლო სიახლეებიპოლიტიკა

მოუთმენლად ველოდები მხარეებთან მუშაობას — კრისტიან დანიელსონი

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობისათვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში ჩამოვიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას.

„მოხარული ვარ  საქართველოში  ჩამოსვლით და მოუთმენლად ველოდები მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს“,  –  განაცხადა მან.

დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი თბილისს 14 მარტს დატოვებს.

Comment here