ბოლო სიახლეებისაზოგადოება

რადიო „ჯორჯიან თაიმსი“ რეიტინგის ლიდერია

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის“  სლოგანი „ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით“ რადიომ გაამართლა,“ —  აცხადებს  GTNews“ — თან  საუბარში რადიო „ჯორჯიან თაიმსის“  ხელმძღვანელი თამუნა  აბრამიშვილი.  საქმიანობის ერთი წლისთავზე, რადიოსადგურების  ფეისბუქ რეიტინგში „ჯორჯიან თაიმსმა“ პირველი ადგილი დაიკავა და მნიშვნელოვნად გაუსწრო კონკურენტებს.

როგორც რადიოს ხელმძღვანელი  აცხადებს, მაუწყებლობის პირველივე დღიდან მიზნად დავისახეთ  ვუპასუხოთ თანამედროვეობის ყველა გამოწვევას. „პროფესიონალების გუნდი შევკრიბეთ და მსმენელს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ. ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პროგრესული, მზარდი და ნოვაციური რადიოსადგური. შესაბამისად, ჩვენი რადიოს მიმართ ნდობის ხარისხი და პოპულარობა დღითიდღე იზრდება,“ —  ამბობს რადიოს ხელმძღვანელი.

მან ასევე აღნიშნა, რომ  FM 92.3-ზე, დღეში ათასობით რადიომსმენელს შეუძლია იპოვოს  მისთვის  საინტერესო ინფორმაცია ნებისმიერი სფეროდან. „მრავალფეროვან სამაუწყებლო ბადეში ყველა ასაკობრივი, თუ სოციალური ჯგუფის ინტერესებს ვითვალისწინებთ. ყოველდღე, ყოველ სრულ საათამდე 5 წუთით ადრე პირველები გაიგებთ — რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში. ეთერშია მხოლოდ ობიექტური, დაბალანსებული და ამომწურავი ინფორმაცია. ასევე — ექსკლუზივები, პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან, მთავარი გმირების უახლესი კომენტარები და შეფასებები. და რაც მთავარია, ვართ ოპერატიულები და მხოლოდ სანდო წყაროები გვყავს. აქტუალურ თემებზე კი, კვალიფიციური სპეციალისტების ანალიზს და საინტერესო ინტერვიუებს გთავაზობთ. პოლიტიკის გარდა, დიდ დროს ვუთმობთ ეკონომიკას, საზოგადოებას, მედიცინას, ტექნოლოგიებს, კულტურას და სპორტს  გადაცემების სახით,“ —  ამბობს თამუნა  აბრამიშვილი.

თუმცა, რადიო ამაზე არ აპირებს გაჩერებას და გეგმავს  სამაუწყებლო ბადის  უფრო მეტად  დატვირთვას ახალი  გადაცემებით.  რაც მთავარია, პრიორიტეტად რჩება  სიახლეების დანერგვა და ამ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს კარგად გამართული ფეისბუქგვერდის ამუშავება, სადაც მსურველი შეძლებს   მოისმინოს და უყუროს  გადაცემებს, დასვას  შეკითხვები  და  გახადოს ისინი  ინტერაქტიული.

„ყველაფერში კი, რასაც მივაღწიეთ დიდია რადიოს დამფუძნებლების, საქართველოში პირველი მედია ჰოლდინგის „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტის მალხაზ გულაშვილის, ნანა გაგუას, პაპუნა გულაშვილის, დავით გულაშვილის, გიორგი გულაშვილის დამსახურება,“ —  ამბობს რადიოს ხელმძღვანელი და  იმედოვნებს, რომ წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი, კიდევ არაერთ  სიმაღლეს მიაღწევს.

რადიო „ჯორჯიან თაიმსი» საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს. თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში  FM 92.3 -ზე. იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში კი, რადიო მიმღები 93.5 მეგაჰერც სიხშირეზე უნდა მომართოთ.

Comment here