ბოლო სიახლეებიმთავარიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს მასპინძლობს (video)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს ხვდება.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრის კადრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს სამდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.

 

 

 

Comment here